წესები და პირობები მგზავრებისთვის

წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები განსაზღვრავს Cover ვებ-გვერდის გამოყენებას და გამოყენების წესებს და პირობებს, რომლებიც მგზავრებს მძღოლებთან აკავშირებს, რათა დაეხმაროს მათ, საქართველოში უფრო ეფექტურად გადაადგილებაში.

ტერმინი “ჩვენ” ნიშნავს Cover ვებ-გვერდის მფლობელს, შპს სმარტლი-ს, კერძო შეზღუდულ კომპანიას,  (კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდია: 402026491), რომლის მისამართია, თბილისი, ბელიაშვილის 142.

Cover ვებ გვერდის გამოყენებისათვის საჭიროა  რომ დაეთანხმოთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.

1. Cover ვებ-გვერდის გამოყენება

1.1. Cover უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლის მომსახურებას და არ ასრულებს მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას. სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყოფილია მძღოლების მიერ (თქვენთან გაფორმებული) კონტრაქტის საფუძველზე. მძღოლები უზრუნველყოფენ სატრანსპორტო მომსახურებას დამოუკიდებლად (როგორც პირადად, ისე კომპანიის მეშვეობით), როგორც ეკონომიკური და პროფესიული მომსახურების მიმწოდებლები. სამომხმარებლო უფლებების, სამართლებრივი ვალდებულებების ან სატრანსპორტო მომსახურების გაწევის საკითხებთან დაკავშირებით მგზავრთა და მძღოლებს შორის დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები მძღოლებისა და მათ სატრანსპორტო მომსახურების შესახებ ხელმისაწვდომია Cover ვებ-გვერდზე, ხოლო მგზავრობის ქვითრები იგზავნება მგზავრის პროფილში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე.

1.2. Cover ვებ-გვერდის გამოყენებისას შეგიძლიათ აირჩიოთ სატრანსპორტო მომსახურებისათვის მძღოლისთვის პირდაპირ გადახდა, ან გამოიყენოთ Cover ვებ-გვერდის მეშვეობით გადახდა. მგზავრობის საფასური მოიცავს კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

1.3. Cover ვებ-გვერდის სარგებლობისას, მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი დაკავშირებულია შესაბამისი მომხმარებლის ანგარიშთან/ექაუნთთან და ასევე, დამატებულია მონაცემთა ბაზაში. თუ აღარ იყენებთ თქვენს მობილურ ნომერს, უნდა შეატყობინოთ Cover-ს 7 დღის ვადაში, რათა ანონიმური გავხადოთ თქვენი ანგარიშის მონაცემები. თუ ნომრის ცვლილების შესახებ არ შეგვატყობინებთ, თქვენს მობილურ ოპერატორს შეუძლია იგივე მობილური ნომრის სხვა პირისთვის გადაცემა და Cover ვებ გვერდის გამოყენებისას მას შეეძლება იხილოს თქვენი მონაცემები.

2. პრომო კოდები

2.1. Cover უფლებამოსილია, გამოგიგზავნოთ პრომო კოდები სარეკლამო აქციის საფუძველზე. პრომო კოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მგზავრობის საფასურის გადახდის ან / და მესამე მხარის მომსახურებასთან დაკავშირებული შეღავათის გადახდის მიზნით, პრომო კოდები ექვემდებარება ნებისმიერ დამატებით პირობებს, რომლებიც დადგენილია თითოეული პრომო კოდის საფუძველზე. პრომო კოდის ვადის გასვლის თარიღები აისახება ვებ-გვერდზე, როდესაც თქვენს ანგარიშზე პრომო კოდს მიუთითებთ.

2.2. თუ თქვენი მგზავრობის საფასურის თანხა გადააჭარბებს თქვენი გადაადგილეებისთვის გამოყოფილი კრედიტის ოდენობას, ბალანსი ავტომატურად დაიქვითება თქვენი ანგარიშების გადახდის მეთოდის მიხედვით. ანალოგიურად, პრომო კოდის კრედიტი ვრცელდება მხოლოდ თითო მგზავრობაზე და არ გადადის მომდევნო მგზავრობაზე, შესაბამისად, იკარგება. ერთ მგზავრობაზე შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი პრომო კოდი.

2.3. Cover უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს გააუქმოს ნებისმიერი პრომო კოდი ნებისმიერ მიზეზით. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი გარემოებებით: თუ Cover მიიჩნევს, რომ კოდები გამოიყენება უკანონო ან თაღლითური გზით, შეცდომით არის გაცემული, ან ვადა ამოიწურა.

3. Cover ვებ-გვერდით გადახდები

3.1. ბარათით გადახდის შეთავაზებისას Cover მოქმედებს როგორც ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერების ფინანსური აგენტი, Cover ვებ-გვერდის შიგნით გადახდების შუალედურ რგოლად ყოფნით. ტრანსპორტირების მომხმარებლის ვალდებულება ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერის მიმართ უნდა იქნას მიჩნეული დასრულებულად იმ დროიდან როცა ანგარიშსწორების შეკვეთა მოხდება Cover ბანკის ანგარიშზე. თქვენ,როგორც მგზავრი, ვალდებული ხართ, უზრუნველყოთ გადახდის განხორციელება და საკმარისი სახსრების ხელმისაწვდომობა.

3.2. Ბარათით გადახდისას Cover გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას მძღოლთან. Cover-მა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დეტალები გადახდის მეთოდის დასამოწმებლად.

3.3. Cover ვებ-გვერდის მეშვეობით სატრანსპორტო მომსახურებისთვის გადახდასთან დაკავშირებული გადასახადების მიღებისას, Cover არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ხარჯების ანაზღაურებაზე ( საბანკო გადასახადი და ა.შ.). ამ სერვისების პროვაიდერებს შეუძლიათ დაგაკისროთ დამატებითი გადასახადები Cover ვებ გვერდით გადახდასთან დაკავშირებით. Cover-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთ გადასახადებზე და პასუხისმგებლობას იხსნის აღნიშნულთან დაკავშირებით. თქვენს მიერ გამოყენებული გადახდის მეთოდი შესაძლოა დაექვემდებაროს შესაბამისი მესამე მხარის გადახდის მომსახურების პროვაიდერის დამატებით პირობებს; გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე პირობებს თქვენი გადახდის მეთოდის გამოყენებამდე.

3.4. Cover პასუხისმგებელი იქნება, ბარათით გადახდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, ბარათის მფლობელებს, შესთავაზოს მხარდაჭერა პრობლემების გადაჭრაში. ბარათით გადახდებთან დაკავშირებულ დავებზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა მოხდეს Cover-ის გავლით. Cover მხარდამჭერი ჯგუფის საკონტაქტო მონაცემებია: info@cover.ge.

4. ტრანსპორტირების გამოძახება და გამოძახების გაუქმება

4.1. თუ Cover ვებ-გვერდის მომხმარებელი უკვეთავს ტრანსპორტირების და ტრანსპორტირების მძღოლი უდასტურებს მიღებას, მაშინ ეს მიიჩნეულია, როგორც დადასტურებული შეკვეთა.

4.2. როდესაც მძღოლი თანხმობას განაცხადებს თქვენს ტრანსპორტირებაზე, ცალკე ხელშეკრულებას გააფორმებთ მძღოლთან მგზავრობასთან დაკავშირებული პირობებით, რომლებსაც მძღოლთან შეათანხმებთ. Cover არ ასრულებს ტრანსპორტირებას და იგი არ წარმოადგენს მხარეს თქვენს და მძღოლს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.

4.3. შეკვეთის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ მძღოლმა მიიღო თქვენი მოთხოვნა მომსახურების გაწევის შესახებ, თქვენ კი ეს მოთხოვნა მოგვიანებით უარყავით, გააუქმეთ ან უარი თქვით. როდესაც მომსახურების მიღების მოთხოვნას გააუქმებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თქვენ უნდა გადაიხადოთ Cover ვებ-გვერდზე მითითებული გაუქმების საფასური.

4.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მომხმარებელს გავუუქმოთ ვებ გვერდის გამოყენების უფლება, თუ მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში გაუქმებული აქვს რამდენიმე დადასტურებული შეკვეთა. მსგავსი რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, მომხმარებლისთვის Cover ვებ-გვერდის გამოყენების შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. აღნიშნული პერიოდის შემდეგ შეიძლება მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის გააქტიურება და თქვენი განცხადება განიხილება Cover -ის მიერ.

4.5. როდესაც მძღოლი ატყობინებს მგზავრს ავტომანქანის დანიშნულების ადგილზე მისვლის შესახებ და იმის შესახებ, რომ მგზავრი ან მგზავრები, რომელთა ტრანსპორტირებაც იყო შეკვეთილი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოცხადდნენ ავტომანქანასთან მოთხოვნა ჩაითვლება გაუქმებულად. ზოგ შემთხვევაში მძღოლმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება თქვენი მოთხოვნის გაუქმების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში Cover -ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა.

4.6. თუ მგზავრობა დაჯავშნილია საათობრივად, Როდესაც მძღოლი გამოცხადდება მითითებულ მისამართზე, მგზავრობის თანხის ათვლა დაიწყება წინასწარ შეთანხმებული დროიდან, Cover ვებ-გვერდზე განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.

4.7. იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვეთ ტრანსპორტის მომსახურება Cover ვებ-გვერდის გამოყენებით და ზიანი მიაყენეთ მძღოლის ავტომანქანას ან მის დეტალებს (მაგ. ავტომანქანის დაზიანება ან დალაქავება, ან ავტომანქანაში არასასიამოვნო სუნის წარმოქმნა), მძღოლი უფლებამოსილი იქნება, მოგთხოვოთ 50 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და კომპენსაცია, თუ ზიანის ოდენობა აღემატება ჯარიმის ოდენობას. თუ ჯარიმას არ გადაიხდით და/ან არ აანაზღაურებთ ზარალს, Cover უფლებამოსილია, საჩივარი შეიტანოს სატრანსპორტო მომსახურების პროვაიდერის სახელით.

5. Cover ვებ-გვერდის გამოყენების ნებართვა

5.1. თუ დაიცავთ წინამდებარე ზოგად პირობებს, თანხმობას ვაცხადებთ, მოგანიჭოთ Cover ვებ-გვერდაზე წვდომის და სარგებლობის უსასყიდლო, შექცევადი, არა-ექსკლუზიური უფლება წინამდებარე ზოგადი პირობების, კონფიდენციალურობის შეტყობინების და ვებ-გვერდის მოქმედი პირობების შესაბამისად. უფლება არ გაქვთ, გადასცეთ ან ქვე-ლიცენზია გასცეთ Cover ვებ გვერდის გამოყენების უფლებაზე. იმ შემთხვევაში, თუ Cover ვებ-გვერდით სარგებლობის უფლება გაგიუქმდებათ, ავტომატურად გაუქმდება შესაბამისი არა-ექსკლუზიური ლიცენზიაც.

6. პასუხისმგებლობა

6.1. რადგან Cover ვებ-გვერდი წარმოადგენს საინფორმაციო საზოგადოების სერვისს (კომუნიკაციის საშუალება) მგზავრებს და მძღოლებს შორის, არ შეგვიძლია გარანტია გავცეთ, ან პასუხისმგებლობა ავიღოთ სატრანსპორტო მომსახურების დროს ხარისხზე ან დეფექტების არარსებობაზე. რადგან Cover ვებ გვერდით სარგებლობა სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნის მიზნით დამოკიდებულია მძღოლების ქცევაზე, Cover გარანტიას არ იძლევა, რომ ყოველთვის გექნებათ სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შემოთავაზება.

6.2. Cover ვებ-გვერდი არ გთავაზობთ ან არ ასრულებს საბროკერო მომსახურებას მგზავრებისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევის მიზნით. იგი არ წარმოადგენს სატრანსპორტო სააგენტოს, რომელიც ტრანსპორტირების პროვაიდერებისთვის მგზავრების მოძიებას უზრუნველყოფს. Cover ვებ-გვერდი გამოიყენება, როგორც სატრანსპორტო მომსახურების ორგანიზების საშუალება.

6.3. კლიენტის უფლება თანხის დაბრუნებაზე არ მოქმედებს Cover ვებ-გვერდით გაკეთებული შეკვეთების დროს. სატრანსპორტო სამსახურისგან თანხის დაბრუნების მოთხოვნა არ გამოიწვევს თქვენს გასვლას ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებშიც მოხდა სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთა.

6.4. Cover ვებ-გვერდი მოწოდებულია ,,მზა” და ,,უცვლელი” სახით. Cover არ აცხადებს, არ იძლევა გარანტიას, რომ Cover ვებ-გვერდზე წვდომა უწყვეტი ან შეცდომისგან დაცული იქნება. პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული ხარვეზების შემთხვევაში ვეცდებით მის შეძლებისდაგვარად სწრაფად აღმოფხვრას, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვებ-გვერდის ფუნქციონირება შესაძლოა შეზღუდული იყოს შემთხვევითი ტექნიკური პრობლემების გამო და არ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ ვებ-გვერდი ყოველთვის იმუშავებს, მაგალითად, საზოგადო საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების შეფერხება.

6.5. Cover, მისი წარმომადგენლები, დირექტორები და თანამშრომლები არ აგებენ პასუხს Cover ვებ-გვერდით სარგებლობის, Cover ვებ-გვერდით შეთანხმებული მგზავრობის შედეგად თქვენს მიერ განცდილ ზიანზე ან ზარალზე, მათ შორის: პირდაპირი ან ირიბი ქონებრივი ან ფულადი ზარალი; მოგების, კონტრაქტების, კონტაქტების, რეპუტაციის დაკარგვა; ასევე ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის შედეგად განცდილი ზარალი; მონაცემების დაკარგვის, ან უზუსტობის შედეგად განცდილი ზიანი, ნებისმიერი სხვა სახის ზიანი.

6.6. თანხმობას აცხადებთ, სრულად აუნაზღაუროთ ზარალი და დაიცვათ Cover, მათი ფილიალი კომპანიები, წარმომადგენლები, თანამშრომლები და დირექტორები ნებისმიერი სახის საჩივრისგან ან დანაკარგისგან (მათ შორის ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობისგან, ზიანისგან, ზარალისგან), რომელიც შესაძლოა მიადგეს მათ თქვენს მიერ Cover ვებ გვერდის გამოყენების შედეგად (მათ შორის მგზავრობები, რომლებიც Cover ვებ გვერდის მეშვეობით განახორციელეთ).

6.7. Cover უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ შეგიწყვიტოთ Cover ვებ-გვერდით სარგებლობის უფლება, თუ დაარღვევთ წინამდებარე პირობებს ან საჭიროდ ჩავთვლით Cover ერთიანობის ან მძღოლების უსაფრთხოებისთვის.

7. Cover ვებ გვერდის გამოყენების კარგი პრაქტიკა

7.1. ვინაიდან Cover არ არის პროვაიდერი, ან ტრანსპორტირების სერვისის ბროკერი, ნებისმიერი სადავო საკითხი ტრანსპორტირების სერვისის დეფექტებთან ან ხარისხთან დაკავშირებით უნდა მოგვარდეს ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერის ან სხვა რელევანტური სამეთვალყურეო ორგანოს წესებისა და რეგულაციების მიხედვით.

7.2. ჩვენ ვითხოვთ უკუკავშირის ფორმის შევსებას Cover ვებ-გვერდზე. ეს საშუალებას გვაძლევს ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერებს მივაწოდოთ შეთავაზებები მათი სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

7.3. ჩვენ  თქვენგან მოველით, რომ ბოროტად არ გამოიყენებთ Cover ვებ-გვერდი და თავაზიანები იქნებით ტრანსპორტირების მძღოლების მიმართ, რომლებიც გთავაზობენ თავიანთ სერვისს Cover-ს მეშვეობით. Cover უფლებას იტოვებს, დახუროს თქვენი ანგარიში, თუ დაარღვევთ წინამდებარე ზოგად პირობებს ან თუ თქვენი საქმიანობა საზიანოა, ე.ი. ხელს უშლის ანგარიშსწორებას სატრანსპორტო მომსახურებისთვის. ასეთ შემთხვევაში თქვენი Cover ვებ გვერდის ანგარიში გაუქმდება წინასწარი შეტყობინების გარეშე.

7.4. Cover ყველანაირად ეცდება, რომ მხოლოდ იმ მძღოლებმა გამოიყენონ  Cover-ის ვებ-გვერდი, რომლებიც თავაზიანი არიან მომხმარებლისა და საკუთარი პროფესიის მიმართ. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია უზრუნველვყოთ Cover-ის ვებ გვერდის მეშვეობით გაერთიანებული ტრანსპორტირების სერვისის თითოეული პროვაიდერის მიერ ზემოთ მოცემული კრიტერიუმის დაკმაყოფილება ნებისმიერ დროს. თუ თქვენ შენიშნავთ ხარვეზებს ტრანსპორტირების პროვაიდერის მხრიდან, გთხოვთ, შეატყობინოთ სერვისზე პასუხისმგებელ კომპანიას, ზედამხედველ ორგანოს ან ჩვენს მხარდამჭერ ჯგუფს.

8. შესწორებების შეტანა ზოგად პირობებში

8.1. ზოგად პირობებში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში შეტყობინებას მიიღებთ ელ.ფოსტით ან Cover ვებ-გვერდით, თუ გააგრძელებთ Cover ვებ-გვერდით სარგებლობას, მიიჩნევა, რომ თანხმდებით შესწორებებს.

9. საბოლოო დებულებები

9.1. ზოგადი პირობები რეგულირდება, შექმნილია და მოქმედებს საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ზოგად პირობებთან ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა ვერ გადაწყდება მოლაპარაკებების გზით, დავა საბოლოოდ მოგვარდება საქართველოში, მოქმედი სასამართლოს საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი დებულებების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, მხარეები ჩაანაცვლებენ მას მიახლოვებით იმავე მიზნის და ეკონომიკური ეფექტის მქონე დებულებით.

ზოგადი პირობების ძალაში შესვლის თარიღი: 21.03.2019.