კონფიდენციალურობის პოლიტიკა მგზავრებისთვის

ტერმინი “ჩვენ” ნიშნავს Cover ვებ-გვერდის მფლობელს, შპს სმარტლი-ს, კერძო შეზღუდულ კომპანიას,  (კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდია: 402026491), რომლის მისამართია, თბილისი, ბელიაშვილის 142.

Cover ესაჭიროება პერსონალური ინფორმაცია, რომ უზრუნველყოს მომსახურეობა, ამისთვის საჭიროა,  რომ დაეთანხმოთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.

  1. ჩვენს მიერ დამუშავებული პირადი მონაცემები:
  • სახელი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,
  • მგზავრობის დრო და დანიშნულების ადგილი,
  • გადახდის ინფორმაცია და გადახდების ისტორია,
  • ინფორმაცია დავების შესახებ.
  1. დამუშავების მიზანი

Პერსონალური მონაცემები იქნება შენახული სანამ იქნება აქტიური თქვენი გვერდი.

Აქედან გამომდინარე:

  • Მგზავრობის ისტორია იქნება შენახული უვადოდ.
  • ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პირად მონაცემებს მგზავრების მძღოლებთან დაკავშირების მიზნით, რათა დავეხმაროთ მათ უფრო ეფექტურად გადაადგილებაში.
  • ჩვენს მიერ ხორციელდება ტელეფონის ნომრების განთავსება მძღოლებისთვის, რათა მოხერხდეს მგზავრების ეფექტური აყვანა, რაც მძღოლს და მგზავრს კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.
  • ჩვენ ვიყენებთ საკონტაქტო მონაცემებს მგზავრებისთვის Cover ვებ-გვერდის განახლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
  • თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა იქნება გამოყენებული თქვენთან კომუნიკაციისთვის.
  • სატრანსპორტო მომსახურებისთვის ჩვენ ვიღებთ გადახდის რეკვიზიტებს მგზავრთა გადახდების დამუშავების მიზნით მძღოლების სახელით.
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები გროვდება თითოეულ შემთხვევაში და ინახება დავების და მომსახურების ხარისხის საკითხების გადაწყვეტის მიზნით.
  1. სამართლებრივი საფუძველი
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მგზავრებთან კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ Cover ვებ-გვერდის რეგისტრაციის დროს გამოყენებულ მგზავრთა მიერ წარდგენილ პერსონალურ მონაცემებს. Cover მომსახურების გამოყენების წინაპირობაა მგზავრთა თანხმობა საიდენტიფიკაციო მონაცემების დამუშავების თაობაზე.
  • პერსონალური მონაცემები შეიძლება ასევე დამუშავებული იქნას ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, მაგალითად, თაღლითური გადასახადების გამოძიებისა და გამოვლენის მიზნით.
  1. მომსახურების მიმღები პირები
  • მგზავრების პირადი მონაცემები გამჟღავნებულია მხოლოდ მძღოლისთვის, რომელსაც Cover ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს; ასეთ შემთხვევაში, მძღოლი დაინახავს სახელს, ტელეფონის ნომერს (ზოგიერთ ქვეყანაში ნომერი შენიღბულია) .
  • სატრანსპორტო მომსახურების მიწოდების შემდეგ, მგზავრის სახელი და ტელეფონის ნომერი (ზოგიერთ ქვეყანაში შენიღბული ნომერი) ხილული დარჩება 24 საათის განმავლობაში. ეს აუცილებელია მძღოლებისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, მაგ. მგზავრს დაუკავშირდებიან, თუ მანქანაში რაიმე დარჩება.
  • მგზავრის ადგილსამყოფელის მიხედვით, პერსონალური მონაცემები შეიძლება გაეცნოს Cover ვებ-გვერდის, ჯგუფის კომპანიებსა და პარტნიორებს (ადგილობრივი შვილობილი კომპანიები, წარმომადგენლები, შვილობილი კომპანიები, აგენტები და ა.შ.). Cover ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორების მიერ პირადი მონაცემების დამუშავება მოხდება წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში დადგენილი პირობების შესაბამისად.
  1. უსაფრთხოება და წვდომა
  • მომსახურების მიწოდებისას შეგროვებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გადაეცემა და ინახება შპს Siteground. და/ან Amazon Web Services, Inc.-ის მონაცემთა ცენტრებში, რომლებიც განთავსებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე.Cover ვებ-გვერდის  ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორების მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს ენიჭებათ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე და მათ შეუძლიათ მონაცემებზე წვდომა სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით (მათ შორის სატრანსპორტო მომსახურების შესახებ).
  • Cover  ჯგუფის კომპანიებსა და პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ პერსონალური მონაცემები იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის, იხილეთ მეტი https://Cover.ge
  • მონაცემები მუშავდება ანონიმური ფორმით და პერსონალიზებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები საჭიროა მგზავრთან დასაკავშირებლად თაღლითობასთან დაკავშირებული დავების მოსაგვარებლად.
  • კვლევისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, მონაცემები გამოიყენება არაიდენტიფიცირებული (ანონიმური) ფორმით.
  1. წვდომა და კორექტირება
  • თქვენს პირად მონაცემებზე წვდომა და მათი განახლება შეგიძლიათ Cover ვებ-გვერდის მეშვეობით.
  1. შენახვა
  • თქვენი პირადი მონაცემები ინახება მანამ, სანამ აქტიური სამგზავრო ანგარიში გაქვთ. თუ თქვენი ანგარიში დახურულია, მონაცემები (წინამდებარე პარაგრაფში მითითებული პოლიტიკის შესაბამისად) მონაცემთა ბაზებიდან წაიშლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მონაცემები შენახული უნდა იყოს საბუღალტრო დავების გადაწყვეტის ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.
  • ფინანსური მონაცემები მგზავრთათვის მიწოდებული სატრანსპორტო მომსახურების შესახებ ინახება ბოლო მგზავრობის დასრულებიდან უვადოდ.
  • სააღრიცხვო მიზნებისთვის საჭირო მონაცემები ინახება უვადოდ,
  • იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის, გაყალბებული ან თაღლითური ინფორმაციის წარდგენის ეჭვი, მონაცემები ინახება უვადოდ.
  • საგადახდო დავების შემთხვევაში, მონაცემები შენახული იქნება მანამ, სანამ დავა არ დაკმაყოფილება ან დავის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურება.
  • მგზავრობის ისტორიის მონაცემები ინახება უვადოდ.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ  Cover ვებ-გვერდზე ანგარიშის გაუქმება, არ გამოიწვევს თქვენი პირადი მონაცემების წაშლას.
  • თუ Cover ვებ-გვერდის ანგარიში 3 წლის განმავლობაში არ გამოიყენება, ჩვენ გაცნობებთ და მოგმართავთ თხოვნით, დაგვიდასტუროთ, კვლავ აქტიურია თუ არა ანგარიში. თუ პასუხი არ მიიღება, ანგარიშის დახურვა მოხდება, მონაცემები შეინახება დავების გადაწყვეტის ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.
  1. წაშლა
  • უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების წაშლის ნებისმიერი მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენს ანგარიშს წავშლით. შედეგად თქვენ ვერ შეძლებთ გამოიყენოთ Cover ვებ-გვერდი ანგარიში, რომელიც წაიშალა.
  • ჩვენ ვუპასუხებთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ნებისმიერ მოთხოვნას პირადი მონაცემების წაშლის თაობაზე ერთი თვის ვადაში და განვსაზღვრავთ მონაცემების წაშლის პერიოდს.
  1. პორტატულობა
  • ჩვენ ვუპასუხებთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილო ნებისმიერ მოთხოვნას პირადი მონაცემების გადაცემის თაობაზე ერთი თვის ვადაში და განვსაზღვრავთ მონაცემების გადაცემის პერიოდს. მომხმარებლის შემოწმების შემდეგ, ჩვენ მოგაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელშიც შედის: საკონტაქტო ინფორმაცია, ბოლო 3 წლის მოგზაურობის ისტორია და გადახდის ინფორმაცია.
  1. პირდაპირი მარკეტინგი
  • მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართს და / ან ტელეფონის ნომერს გამოვიყენებთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნის მიზნით, თუ თქვენ მოგვცემთ ამის უფლებას Cover ვებ-საიტის მეშვეობით. შეიძლება მოვახდინოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების პერსონალიზება იმ ინფორმაციის გამოყენებით, თუ როგორ იყენებთ Cover-ის სერვისებს (სარგებლობის სიხშირე, მგზავრობები, გადახდები).
  • თუ აღარ გსურთ მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები, დააჭირეთ “გაუქმების” ბმულს ჩვენი ელ-ფოსტის შეტყობინების ბოლოს ან  Cover ვებ-გვერდის საშუალებით
  1. დავების გადაწყვეტა
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული დავები გადაიჭრება მომხმარებელთა მხარდაჭერის (info@Cover.ge) მეშვეობით.

 

ზოგადი პირობების ძალაში შესვლის თარიღი: 05.2019